დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით თავდაცვით დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შევაქე აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობა. დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით – ჩვენ გავაგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას და მოლაპარაკებებში მათ აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს